Wednesday, April 22, 2009

ნება მიეცი იცოცხლოს
ქეთევან არველაძე
თბილისი, 15 აპრილი, 2009 წელი

`ჩვენ უნდა გავაგებინოთ ადამანებს, 
რომ შიდსისი კრიზისი არ დასრულებულა, 
რომ ეს კრიზისი არ არის მხოლოდ რამოდენიმე ქვეყნის
 პრობლემა, იგი ემუქრება მთელ კაცობრიობას, მთელ ცივილიზაციას.”
კოფი ანანი

`მე ხელით არ შემეხნენ, მაგრამ ხელკეტებით იმდენი მირტყეს, ცოცხალი თუ გადავრჩებოდი არ მეგონა. ყველა პოლიციელი ყვიროდა შიდსიანები უნდა მოკვდნენო. ამის შემდეგ გიჟი უნდა ვიყო ვინმეს ვუთხრა, შიდსი მაქვს, ყველამ თავის თავს მიხედოს”. _ 28 წლის დათოს მსგავსად ბევრი ინფიცირებული ფიქრობს, რადგან საზოგადოებაში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ შიდსი ასოცირდება პირადულ, ინტიმურ ქცევებთან. დუმილი, ტაბუ და მითები კი ამ ინფექციის თანმდევია.

შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) ეს არის აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) ინფექციის ბოლო სტადია, ანუ ადამიანის ორგანიზმში ჯერ აივ ვირუსი იჭრება და ამის შემდეგ ყალიბდება შიდსი. აივ ძალიან საშიშია, რადგან ის პრაქტიკულად ანადგურებს ადამიანის იმუნურ სისტემას.

საქართველოში აივ ინფიცირებულთა რიცხვი
ყოველწლიურად იზრდება. 2009 წლის 10 აპრილის 
მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და 
კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 
შიდსის ვირუსით ინფიცირების 1972 შემთხვევა, 1482 – 
მამაკაცი, 490– ქალი. პირველი შემთხვევა გამოვლინდა
1989 წელს. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 
2003 წელს გამოვლინდა 100 ახალი შემთხვევა, 
2004 წელს _ 163, 
2005 წელს _ 242,
2006 წელს _ 276, 
2007 წელს _ 344,
2008 წელს _ 351.
2009 წლის 10 აპრილის მონაცემებით გამოვლინდა 121 ახალი შემთხვევა.

  მსოფლიოში ეპიდემიის დაწყერბიდან დღემდე გარდაიცვალა 20 მილიონი ადამიანი. მხოლოდ 2005 წელს დაინფიცირდა _ 4,9 მილიონი. მათ შორის: მოზრდილები – 4,2 მლნ, ბავშვები < 15 წ. – 700 000. 2005 წელს გარდაიცვალა მოზრდილები - 2,9 მილიონი, ბავშვები < 15წ. – 570 000. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარი 15-დან 24 წლამდე მოდის. ჩვენს ქვეყანაში კი 15დან 24წლამდე ახალგარზრდების ინფიცირების რიცხვი სულ 43.

აივ ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას ხელს უწყობს ინფიცირებულების სტიგმა და დისკრიმინაცია. მაგალითად, მაშინ როდესაც ადამიანის უფლებები არ არის დაცული, ისინი ნაკლებად თანხმდებიან შემოწმებას ან მკურნალობას, რადგან ადგილი აქვს დისკრიმინაციას, არაკონფიდენციალობასა და სხვა ნეგატიურ მოვლენას. დადგენილია, რომ შიდსის გავრცელების ხარისხი გაცილებით მაღალია იმ ჯგუფებში, რომლებიც განიცდიან უფლებების შელახვას, სოციალურ და ეკონომიკურ დისკრიმინაციას.

  სამარცხვინოა, მაგრამ ფაქტია, რომ შიდსით დაავადებულთა უფლებები ირღვევა ყველგან, მათ შორის საქართველოშიც. მათ ავიწროვებენ, იძულებულს ხდიან დატოვონ სამსახური. ინფიცირებულებს და მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სასწავლო დაწესებულებებშიც. ხშირია ფაქტები, როდესაც მათ უარს ეუბნებიან სამედიცინო მომსახურებაზე და სხვა. მსგავსი ქმედებები იწვევს ინფიცირებულთა აგრესიას.

`ჩემი და მეუღლის ინფიცირების ამბავი ჩემი ფეხმძიმობისას გავიგეთ. ნაყოფი დიდი იყო და მისი მოცილება არ შეიძლებოდა. მკურნალმა ექიმმა ყველაფერი გააკეთა, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაბადებულიყო. ჩამიტარდა ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობა წინა პერიოდში. საკეისროს გაკეთება კი უფრო შეამცირებდა ბავშვის დაინფიცირების რისკს. მაგრამ მშობიარობის დრო რომ დადგა, აღმოჩნდა რომ არცერთი სამშობიარო არ თანხმდებოდა ჩემთვის ოპერაციის გაკეთებას. ვერ აგიწერთ როგორ გავმწარდი, როცა იცი, რომ არის შანსი და მას ხელიდან გაცლიან, თან ვინ, ექიმები, რომლებიც ყველაფერს უნდა აკეთებდნენ სიცოხლის გადასარჩენად. ასეთ შიშში და უიმედობაში ვიმშობიარე, მაგრამ ღვთის წყალობით პატარა ჯანმრთელი დაიბადა. Aარ ვიცი რას ვიზამდი ბავშვი რომ დაინფიცირებული დაბადებულიყო”. – იხსენებს ჩვენთან საუბრისას 23 წლის თამარი.
 
შიდსის პრობლემა კვლავ უმწვავესია მთელს
მსოფლიოში და მილიონობით ადამიანი 
იღუპება ვირუსით.Aაივი მიჩნეულია კაცობრიობის 
ყველაზე დიდ საფრთხედ თერმობირთვული ომის 
შემდეგ და შედის იმ ხუთ მთავარ დაავადებებში, რომლებიც ყველაზე ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს.

რა ვუყოთ შიდსთან ასოცირებულ სტიგმას? ხომ არ აჯობებდა, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეღო ამ დაავადების გადაცემის გზების და მიმდინარეობის შესახებ? ალბათ, მაშინ უფრო შემწყნარებლები გავხდებოდით მათ მიმართ, ვინც საკუთარი ან სხვისი გაუფრთხილებლობის გამო უკვე დაინფიცირებულია და აღარ დავასვავდით მათ დამღას; ხომ არ აჯობებდა, რომ სტიგმა სოლიდარობით შეგვეცვალა, ხოლო შიში იმედით. შიდსი არ ანსხვავებს ადამიანებს, მან არ იცის დისკრიმინაცია; დისკრიმინიაცია ადამიანების მოგონილია.
ნება მიეცი იცოცხლოს
ქეთევან არველაძე
თბილისი, 15 აპრილი, 2009 წელი

`ჩვენ უნდა გავაგებინოთ ადამანებს, 
რომ შიდსისი კრიზისი არ დასრულებულა, 
რომ ეს კრიზისი არ არის მხოლოდ რამოდენიმე ქვეყნის
 პრობლემა, იგი ემუქრება მთელ კაცობრიობას, მთელ ცივილიზაციას.”
Kკოფი ანანი

`მე ხელით არ შემეხნენ, მაგრამ ხელკეტებით იმდენი მირტყეს, ცოცხალი თუ გადავრჩებოდი არ მეგონა. ყველა პოლიციელი ყვიროდა შიდსიანები უნდა მოკვდნენო. ამის შემდეგ გიჟი უნდა ვიყო ვინმეს ვუთხრა, შიდსი მაქვს, ყველამ თავის თავს მიხედოს”. _ 28 წლის დათოს მსგავსად ბევრი ინფიცირებული ფიქრობს, რადგან საზოგადოებაში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ შიდსი ასოცირდება პირადულ, ინტიმურ ქცევებთან. დუმილი, ტაბუ და მითები კი ამ ინფექციის თანმდევია.

შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) ეს არის აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) ინფექციის ბოლო სტადია, ანუ ადამიანის ორგანიზმში ჯერ აივ ვირუსი იჭრება და ამის შემდეგ ყალიბდება შიდსი. აივ ძალიან საშიშია, რადგან ის პრაქტიკულად ანადგურებს ადამიანის იმუნურ სისტემას. (დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: წწწ.ყოუტჰაიდს.გე) 

საქართველოში აივ ინფიცირებულთა რიცხვი
ყოველწლიურად იზრდება. 2009 წლის 10 აპრილის 
მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და 
კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 
შიდსის ვირუსით ინფიცირების 1972 შემთხვევა, 1482 – 
მამაკაცი, 490– ქალი. პირველი შემთხვევა გამოვლინდა
1989 წელს. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 
2003 წელს გამოვლინდა 100 ახალი შემთხვევა, 
2004 წელს _ 163, 
2005 წელს _ 242,
2006 წელს _ 276, 
2007 წელს _ 344,
2008 წელს _ 351.
2009 წლის 10 აპრილის მონაცემებით გამოვლინდა 121 ახალი შემთხვევა.












  მსოფლიოში ეპიდემიის დაწყერბიდან დღემდე გარდაიცვალა 20 მილიონი ადამიანი. მხოლოდ 2005 წელს დაინფიცირდა _ 4,9 მილიონი. მათ შორის: მოზრდილები – 4,2 მლნ, ბავშვები < 15 წ. – 700 000. 2005 წელს გარდაიცვალა მოზრდილები - 2,9 მილიონი, ბავშვები < 15წ. – 570 000. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარი 15-დან 24 წლამდე მოდის. ჩვენს ქვეყანაში კი 15დან 24წლამდე ახალგარზრდების ინფიცირების რიცხვი სულ 43.

აივ ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას ხელს უწყობს ინფიცირებულების სტიგმა და დისკრიმინაცია. მაგალითად, მაშინ როდესაც ადამიანის უფლებები არ არის დაცული, ისინი ნაკლებად თანხმდებიან შემოწმებას ან მკურნალობას, რადგან ადგილი აქვს დისკრიმინაციას, არაკონფიდენციალობასა და სხვა ნეგატიურ მოვლენას. დადგენილია, რომ შიდსის გავრცელების ხარისხი გაცილებით მაღალია იმ ჯგუფებში, რომლებიც განიცდიან უფლებების შელახვას, სოციალურ და ეკონომიკურ დისკრიმინაციას.

  სამარცხვინოა, მაგრამ ფაქტია, რომ შიდსით დაავადებულთა უფლებები ირღვევა ყველგან, მათ შორის საქართველოშიც. მათ ავიწროვებენ, იძულებულს ხდიან დატოვონ სამსახური. ინფიცირებულებს და მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სასწავლო დაწესებულებებშიც. ხშირია ფაქტები, როდესაც მათ უარს ეუბნებიან სამედიცინო მომსახურებაზე და სხვა. მსგავსი ქმედებები იწვევს ინფიცირებულთა აგრესიას.

`ჩემი და მეუღლის ინფიცირების ამბავი ჩემი ფეხმძიმობისას გავიგეთ. ნაყოფი დიდი იყო და მისი მოცილება არ შეიძლებოდა. მკურნალმა ექიმმა ყველაფერი გააკეთა, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაბადებულიყო. ჩამიტარდა ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობა წინა პერიოდში. საკეისროს გაკეთება კი უფრო შეამცირებდა ბავშვის დაინფიცირების რისკს. მაგრამ მშობიარობის დრო რომ დადგა, აღმოჩნდა რომ არცერთი სამშობიარო არ თანხმდებოდა ჩემთვის ოპერაციის გაკეთებას. ვერ აგიწერთ როგორ გავმწარდი, როცა იცი, რომ არის შანსი და მას ხელიდან გაცლიან, თან ვინ, ექიმები, რომლებიც ყველაფერს უნდა აკეთებდნენ სიცოხლის გადასარჩენად. ასეთ შიშში და უიმედობაში ვიმშობიარე, მაგრამ ღვთის წყალობით პატარა ჯანმრთელი დაიბადა. Aარ ვიცი რას ვიზამდი ბავშვი რომ დაინფიცირებული დაბადებულიყო”. – იხსენებს ჩვენთან საუბრისას 23 წლის თამარი.
 
შიდსის პრობლემა კვლავ უმწვავესია მთელს
მსოფლიოში და მილიონობით ადამიანი 
იღუპება ვირუსით.Aაივი მიჩნეულია კაცობრიობის 
ყველაზე დიდ საფრთხედ თერმობირთვული ომის 
შემდეგ და შედის იმ ხუთ მთავარ დაავადებებში, რომლებიც ყველაზე ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს.

რა ვუყოთ შიდსთან ასოცირებულ სტიგმას? ხომ არ აჯობებდა, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეღო ამ დაავადების გადაცემის გზების და მიმდინარეობის შესახებ? ალბათ, მაშინ უფრო შემწყნარებლები გავხდებოდით მათ მიმართ, ვინც საკუთარი ან სხვისი გაუფრთხილებლობის გამო უკვე დაინფიცირებულია და აღარ დავასვავდით მათ დამღას; ხომ არ აჯობებდა, რომ სტიგმა სოლიდარობით შეგვეცვალა, ხოლო შიში იმედით. შიდსი არ ანსხვავებს ადამიანებს, მან არ იცის დისკრიმინაცია; დისკრიმინიაცია ადამიანების მოგონილია.

Friday, January 30, 2009


საზოგადოება, ჟურნალისტიკა და პირადი ცხოვრება

“საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების უფლება – ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა, რომელსაც პატივს სცემს ცივილიზებული საზოგადოება.” ამერიკელი მოსამართლე _ ლუის ბრანდეისი (წარმოთქმული 1928 წელს).
მოგეხსენებათ, რომ ინფორმაციის ხანაში ვცხოვრობთ, როდესაც გაზეთები, ტელევიზია, რადიო და ინტერნეტი საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ ყოველდღიურ მოვლენებს და ურთიერთობები ჩამოვაყალიბოთ არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიო საზოგადოების მასშტაბით. მედიის ფუნქცია არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი და საგულისხმო, როგორც ამჟამადაა. ლიპმანის აზრით, ხალხი საკუთარ სამყაროს იცნობს არა უშუალოდ, არამედ მედიის საშუალებით, მის გონებაში შექმნილი არასრული და გამრუდებული სურათებით. მოქალაქეები თეატრის იმ მაყურებლებს გვანან სპექტაკლს მესამე მოქმედების შუიდან რომ ესწრებიან, ფარდის დაშვებამდე მიდიან და მხოლოდ იმდენ ხანს რჩებიან, რომ გაარკვიონ ვინ არის გმირი და ვინ _ მსხვერპლი. (უალტერ ლიპმანი, საზოგადოებრივი აზრი)ამის მაგალითი ის არის, რომ დღეს გაზეთებისა ად ტელევიზიების რეპორტაჟების უმრავლესობა გათვლილია ელიტარულ საზოგადოებაზე, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი იგნორირებულია.ქვემოთ გვსურს ვისაუბროთ საზოგადოებრივი ინტერესისა და ჟურნალისტიკის შესახებ, განვიხილოთ სად გადის ზღვარი საზოგადოებრივ ინტერესსა და მედიის წარმომადგენელთა მხრიდან პირად ცხოვრებაში ჩარევას შორის.ხშირად გვესმის ფრაზა “ჟურნალისტის ფუნქციაა სიმართლის თქმა”, _ ეს წინადადება მშვენივრად ჟღერს, მაგრამ ვინ იცის, რა არის სიმართლე? ტრილიონობით უტყუარი ფაქტი მედიაში არ შუქდება და სამართლიანადაც. “საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს სიმართლე”; რა არის ამ უფლების საფუძველი? ან თუნდაც “საზოგადოებას აქვს უფლება იყოს ინფორმირებული”; ნიშნავს თუ არა ეს უფლებას _ საზოგადოებამ პრეზიდენტ კენედის ყოფილი მეუღლის ფოტო საბერძნეთის რომელიმე კუნძულის პლაჟზე შიშვლად სეირნობისას იხილოს. მოდით დასაწყისისთვის რამდენიმე ტერმინი განვმარტოთ;მედია მთლიანობაში შეიძლება განვიხილოთ, როგორც წარმოება, საზოგადოებრივი სამსახური და აგრეთვე პოლიტიკური ინსტიტუტი. რეალურად მედიის ყველა სახეობას როდი ახასიათებს ასეთი სამმაგი ბუნება: ერთი მხრივ, თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით შესაძლებელია მამა-პაპისდროინდელი მედიის დახვეწა. გარდა ამისა, მედია პროდუქციის ნაწილს არაფერი აქვს საერთო საზოგადოებრივ სამსახურთან, მაგალითად, სუპერმარკეტის ტაბლოებს. დაბოლოს, მედიის ბევრი სახეობა, მაგალითად, როგორიცაა სავაჭრო და პროფესიული მიმოხილვები, პოლიტიკურ ცხოვრებაში არავითარ როლს არ თამაშობენ. და მაინც, მოქალაქის განათლებაზე ორიენტირებული მედია არის ზოგადი ინფორმაციის შემცველი: დღეს მედიას არცერთი ზემოთხსენებული მახასიათებლის იგნორირება არ შეუძლია.დღევანდელ საზოგადოებაში მხოლოდ მედიას ძალუძს, მოგვაწოდოს დროული და სრული ინფორმაცია იმ მოვლენებზე, რომლებიც ჩვენს გარშემო ან ჩვენ მიღმა ვითარდება.სხვადასხვა მიზეზთა გამო ჟურნალისტიკა პროფესია არ არის. პირველი ის არ ეფუძნება მეცნიერებას, რომელიც გლობალური თეორიისა და ცოდნის ორგანიზებული სისტემისაგან შედგება; თითქმის ყველა ქვეყანაში ჟურნალისტი არ არის ვალდებული, ფლობდეს საუნივერსიტეტო ხარისხს, გაიაროს ტესტირება იმისათვის, რათა დაადასტუროს პროფესიული განსწავლულობა. ჟურნალისტს ასევე არ ესაჭიროება ლიცენზია პრაქტიკული საქმიანობისათვის.ჟურნალისტიკის არსი ინფორმაციის მუდმივი გადამოწმებაა. ჟურნალისტმა უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა მათგან, ვისაც აშუქებს. ჟურნალისტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის პროპორციულობა და ყოველმხრივობა. ჟურნალისტიკა გვეხმარება რეალობით ნასაზრდოები საერთო ენისა და ცოდნის ჩამოყალიბებაში.ახალ ეპოქაში, კომუნიკაციის განვითარების პირობებში, ჟურნალისტი უკვე ვეღარ წყვეტს რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ. ახლა ჟურნალისტის მთავარი ამოცანაა დაეხმაროს საზოგადოებას თავად ამოირჩიოს ინფორმაცია; შეაფასოს რომელი ინფორმაციაა სანდო და შემდეგ ისე მიიტანოს მკითხველამდე, რომ მკითხველი მას ჩაწვდეს.საზოგადოებრივი ყურადღება-საზოგადოებრივი ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან. სასამართლოები თავს არიდებენ ზუსტი განსაზღვრების ჩამოყალიბებას და ყოველი საქმის გადაწყვეტას კონკრეტულ შემთხვევაში არსებული გარემოების საფუძველზე ცდილობდნენ. ცხადია, რომ “საზოგადოებრივი ინტერესი”, როგორც მინიმუმ, მოიცავს იმ საკითხების განხილვას, რომლებიც მთავრობასა და სახელმწიფო ორგანოებს უკავშირდება.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ “საზოგადოების ინტერესი” ვრცელდება საზოგადოების დაინტერესების ყველა საკითხზე. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ის საკითხები, რომელიც თავისუფლად შეიძლება წარმოადგენდეს “საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესს”:• ინფორმაცია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის შესახებ;• სამედიცინო მედიკამენტებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკი;• პოლიციის საქმიანობის კრიტიკა;• სასამართლო ხელისუფლების დამოკიდებულებასთან დაკავშირებული განცხადებები.“საზოგადოების გადახლართულობის თეორია” _ ნომრისადმი საზოგადოების დამოკიდებულება შეიძლება სამ დონედ დაიყოს: 1. ჩათული საზოგადოება, 2. დაინტერესებული საზოგადოება და 3. არადაინტერესებული საზოგადოება. თითოეული ჩვენგანი მიეკუთვნება სამივე ჯგუფს საკითხიდან გამომდინარე. იმისათვის, რომ ჟურნალისტიკის პოპულარობა გაიზარდოს, ჟურნალისტმა უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების ეს დინამიკა და მრავლფეროვნება და სამივე ჯგუფს მიაწვდინოს ხმა.ეს თეორია ეჭვქვეშ აყენებს ჟურნალისტიკის “მარკეტინგული ნიშის” პოზიციას _ ვიწრო ფენაზე გათვლილი ტელევიზია სულ უფრო დიდ აუდიტორიას კარგავს იმ ჯგუფებიდა, რომლებზეც გათვლილია _ საქმე იმაშია, რომ ადამიანი უფრო რთულია, ვიდრე შექმნილი სტერეოტიპებიადამიანის უფლებები _ ეს არის თავისუფლების კონკრეტულ-ისტორიული საფეხურების ყველაზე დახვეწილი სამართლებრივი ფორმა. ყველა ადამიანი ფლობს თანადაყოლილ განუსხვისებელ უფლებას მატერიალურ თუ სულიერ სიკეთეთა განსაზღვრულ მოცულობაზე, რომელთა უზრუნველყოფასაც ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებამ და სახელმწიფომ. ადამიანის უფლებები პოლიტიკური ნორმებია, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა ეპყრობოდნენ მთავრობები და ინსტიტუტები ადამიანებს. მათი მიზანი საშინელის თავიდან აცილება უფროა, ვიდრე საუკეთესოს მიღწევა.P პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის იურიდიული დაცვის მექანიზმები პირველად მე-20 საუკუნეში, შეერთებული შტატების სამართალში გაჩნდა. პირველი ასეთი სასამართლო გადაწყვეტილება 1881 წელს მიჩიგანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აღმოჩნდა. სასამართლომ ზიანის ანაზღაურება დააკისრა პირს ქალის წინააღმდეგ, რომელსაც მოპასუხე აკვირდებოდა მშობიარობის დროს მისი თანხმობის გარეშე.პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უფლება ის ფასეულობაა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში აისახება. ის, რომ ინდივიდს თავისი პიროვნებისა და საკუთრების დაცვის სრული უფლება აქვს, უძველესი პრინციპია. მიუხედავად მისი სიძველისა, ეს პრინციპი დროთა განმავლობაში მუდმივად იცვლებოდა და დღეისათვის სიცოცხლის უფლება გულისხმობს - სიცოცხლის კარგად გატარების უფლებას, მარტო დარჩენის უფლებას.ნაწყვეტი ჯორჯიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან:“ინდივიდი საზოგადოების წინაშე, ბევრ უფლებასა და პრივილეგიაზე ამბობს უარს, რომელთა განხორციელებაც მას საზოგადოების არარსებობის შემთხვევაში თავისუფლად შეეძლებოდა, მაგრამ იგი ამ უფლებაზე უარს ამბობს საზოგადოების წევრობის სანაცვლოდ.” თუმცა ინდივიდი ყველა უფლებას როდი ტოვებს და შესაბამისად, საზოგადოებას არ გააჩნია არანაირი უფლება, რომ შეიჭრას ინდივიდის იმ უფლებებში, რომლებსაც იგი იყენებს თავისი ცხოვრების პირადი ნაწილის დასაცავად.”ინდივიდს უფლება აქვს, რომ თავად გადაწყვიტოს თუ რამდენად ეცოდინება საზოგადოებას მისი პირადი ცხოვრების შესახებ.პირს ვერასოდეს აიძულებენ გამოთქვას თავისი გრძნობები, ფიქრები ან ემოციები თუ პირი თავად არ გადაწყვეტს მათ გაზიარებას, იგი კვლავ ინარჩუნებს უფლებას, თვითონვე გადაწყვიტოს მათი გაზიარების ფორმა და მასშტაბები.ბოლო დროს პრესა წესიერების და საკუთრების ყოველგვარ საზღვრებს გადასცდა. ჭორი უკვე აღარ წარმოადგენს უსაქმურთა გართობას, იგი ვაჭრობის საგნად იქცა, რომელსაც უტიფრად მისდევს კერძო ბიზნესი. უსაქმურთა ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად უსაფუძვლო ჭორებს წერენ გაზეთებში, რომელთა მოპოვება ხდება პირების პირად ცხოვრებაში უნებართვო შეჭრით. ცხოვრების სირთულისა და დაძაბულობის გამო ადამიანი ბევრად უფრო მგრძნობიარე გახდა საჯაროობისადმი და მას სულ უფრო ხშირად უჩნდება განმარტოების სურვილი. Mდაუშვებელია, პრესას დაეკისროს სისხლის სამართლის ან სამოქალაქო პასუხისმგებლობა ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნების გამო, რომელიც არც ყალბია და არც არაზუსტი, მიუხედავად იმისა, რამდენად საზიანოა ეს ინფორმაცია ადამიანის რეპუტაციისათვის, ან რამდენად შელახავს მის პირად გრძნობებს.“უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება ახალი ამბების მედიას, რომელმაც სრულიად და სწორად უნდა გააშუქოს მიმდინარე პროცესები. Eეს განსაკუთრებით ცხადი ხდება მაშინ, როდესაც საქმე პრესას, ახალი ამბებს _ მალფუჭებად პროდუქტს – ეხება, რადგან ახალი ამბების გამოქვეყნების დაყოვნებამ შეიძლება ის შედეგი გამოიწვიოს, რომ ამ ახალმა ამბავმა ყველანაირი ღირებულება დაკარგოს.”ციფრულმა ტექნოლოგიებმა გაზრდა მონაცემთა შეგროვებისა და გაცვლის სისწრაფე. Mმონაცემები შეიძლება შეგროვდეს და უსწრაფეს დროში დაეგზავნოს სხვა პირებთან. Pპირადი ცხოვრება უპრეცედენტოდაა დაუცველი სწორედ ციფრული ტექნოლოგიების პირობებში. ციფრული ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია გამოიყოს მონაცემთა გადაცემის სამი სტადია;• მონაცემთა შეკრება;• მონაცემთა შეერთება და შედარება;• მონაცემთა დახარისხება.პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მიხედვით.კონვენციის მე-8 მუხლი განმარტავს:1.”ყველას აქვს უფლება პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.”როგორც კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტიდან ჩანს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა რამოდენიმე ელემენტისაგან შედგება. ესენია:• პირადი ცხოვრება;• ოჯახური ცხოვრება;• საცხოვრებელი ადგილის უფლება;• მიმოწერა.ევროპის სასამართლო პრაქტიკამ დაამკვიდრა პირადი ცხოვრების ფართო გაგება. იგი არ ფარავს მხოლოდ პიროვნების შინაგან სამყაროს, ე.წ “შინაგან წრეს”, არამედ პირის შესაძლებლობას იქონიოს კონტაქტი გარე სამყაროსთან, სხვა პირებთან.თავად პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაც შინაარსის მიხედვით შეიძლება რამოდენიმე ელემენტად დაიყოს:• პირადი ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, შენახვა;• სქესობრივი ურთიერთობების თავისუფლება;• სახელის უფლება.ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ოჯახურ ურთიერთობებს მიაკუთვნებს ადამიანის შინაგან სამყაროს პრივატულობის ნაწილს და შესაბამისად მასზე ავრცელებს მე-8 მუხლის დაცვას.“ოჯახურ” ურთიერთობებს სასამართლო განმარტავს ფართო კონტექსტში თითოეული შემთხვევის კონკრეტული ფაქტების გათვალისწინებით. ოჯახურ ცხოვრებად სასამართლო ერთმნიშვნელოვნად აღიარებს ქორწინების ფარგლებში არსებულ მეუღლეებსა და შვილებს შორის ურთიერთობას. ოჯახურ ურთიერთობად ჩაითვლება ნათესაური კავშირები ბებია-ბაბუა და შვილიშვილებს შორის, დებსა და ძმებს შორის, ბიძა-დეიდას და დისშვილ-ძმიშვილს შორის არსებული ურთიერთობა, აგრეთვე ურთიერთობები მშვილებელსა და ნაშვილებს შორის.საცხოვრებელი ადგილი არის კერძო ტერიტორია, სადაც ადამიანს აქვს “მარტო ყოფნის მოლოდინი”. სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილით მშვიდობიანად სარგებლობის უფლება. Mმე-8 მუხლი იცავს ადამიანს ტერიტორიის კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.მიმოწერა: ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განმარტებით კონვენციის მე-8 მუხლის მიზნებისათვის მიმოწერა არ გულისხმობს მხოლოდ წერილობითი კორესპოდენციის გაცვლას, არამედ ინფორმაციის ტელეკომუნიკაციის მეთოდების, მათ შორის ელექტრონული საშუალებებით გაზიარებას. ამასთან სასამართლომ ნათლად განაცხადა, რომ მიმოწერა სარგებლობს კონვენციის დაცვით მიუხედავად მისი შინაარსისა. თუმცა პირადი მიმოწერა არ არის აბსოლუტურად დაცული და იგი შეიძლება შეიზღუდოს სახელმწიფოში აუცილებელი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან გამომდინარე სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა პატიმარსა და მის ადვოკატს შორის ინფორმაციის გაცვლას. სახელმწიფოს ამ კორესპონდენციის გახსნა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ წერილის შიგთავსი უკანონოა.მაგალითისთვის აგრეთვე შეგვიძლია მოვიყვანოთ ადამიანი, რომელიც თავის ვაჟს წერილში სწერს, რომ გუშინ საღამოს თავის ცოლთან ერთად არ ისადილა. Aარავის არ აქვს უფლება, ეს წერილი გამოაქვეყნოს, მიუხედავად იმისა, კანონიერად აქვს თუ არა ეს ჩანაწერი ამ პირს. Aამ შემთხვევაში დაცულია ფაქტის საიდუმლოება, რომ პირმა თავის ცოლთან ერთად არ ისადილა.სქესობრივი ურთიერთობა ასევე შედის პირადი ცხოვრების სფეროში. საქმეზე “დადჯელი გაერთიანებლი სამეფოს წინააღმდეგ,” რომელიც ეხებოდა ურთიერთშეთანხმებით სრულწლოვან მამაკაცებს შორის ჰომოსექსუალურ ურთიერთობას, სასამართლომ სექსუალური ცხოვრება აღწერა, როგორც პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმური ასპექტი და მიუთითა, რომ იმ კანონმა, რომელიც კანონსაწინააღმდეგოდ აცხადებს ჰომოსესუალურ ურთიერთობას, შელახა განმცხადებლის პირადი ცხოვრების უფლება.რა თქმა უნდა, როცა ადამიანის პირად ცხოვრებაზე ვმსჯელობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ კონკრეტულად რომელ კულტურაში უხდება ადამიანს ცხოვრება. საფრანგეთში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას უძველესი ტრადიცია აქვს. 1970 წელს საფრანგეთის ხელისუფლებამ სპეციალური კანონიც კი მიიღო, რომელიც კრძალავს ადამიანის უნებართვო გადაღებას, მოსმენას და იცავს ინდივიდის სუვერენიტეტს (ერთი გამოკითხვით, ფრანგული საზოგადოების უმრავლესობა დღესაც დარწმუნებულია, რომ პრინცესა დიანას სიკვდილის მიზეზი `პაპარაცების~ ცნობისმოყვარეობა გახდა), რამდენიმე წლის წინ კვებეკის ფრანგულენოვანი პროვინციის ხელისუფლების მოთხოვნით, კანადაში მიიღეს `ადამიანის თავისუფლების ქარტია~, რომელშიც ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ არავის აქვს უფლება, გამოიყენოს ცალკეული ტექნიკური საშუალებები ადამიანის თვალთვალისთვის. უფრო მეტიც, იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო კლინტონ-ლევინსკის ურთიერთობაზე მსჯელობდა, ფრანგულმა პრესამ ქილიკი დაიწყო. ფრანგული საზოგადოების უმრავლესობა ყოველთვის თვლიდა, რომ პირადი ცხოვრების უფლება აქვს ყველას, მათ შორის ეგრეთ წოდებულ `საჯარო პირსაც~ – და პრეზიდენტსაც, ჟურნალ `პოზიტივის~ ერთი მიმომხილველის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, `სირცხვილია მსჯელობა პრეზიდენტის სექსუალურ ვნებებზე~. იმ პერიოდში ჩატარებული ერთი სატელევიზიო გამოკითხვით, პრეზიდენტ კლინტონის რეიტინგი საფრანგეთში სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა.შეერთებულ შტატებში პირადი ცხოვრების დაცვას იმდენად დიდ როლს ანიჭებენ, რომ საშუალო სკოლებში მასწავლებლებს ეკრძალებათ, ხმამაღლა გამოაცხადონ ამა თუ იმ მოსწავლის ნიშნები. სკოლის მოსწავლის აკადემიური მოსწრებაც კი აქ განიხილება, როგორც მისი `პირადი ცხოვრება~, რომელიც მხოლოდ მას და მისი ოჯახის წევრებს ეხებათ.დასავლეთში, მაგალითად, დიდი ხანია მსჯელობენ თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ადამიანთა პირად ცხოვრებაში `შეღწევის~ საშუალებებზე. ლაპარაკია იმაზე, რომ ეგრეთ წოდებული `სათვალთვალო კამერები, რომელთაც უსაფრთხოების დაცვის მიზნით აყენებენ, დემოკრატიის ელემენტარული ნორმების დარღვევაა. ლაპარაკია ასევე `ფსიქოლოგიურ ტესტებზე”, რომელთაც ადამიანს სამუშაოზე მიღების წინ უტარებენ. გერმანიაში მაგალითად, ასეთი ტესტირება კანონითაა აკრძალული.დღეს პრაივესი განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგას, ვინაიდან კანონმდებლები აშკარად ჩამორჩებიან ტექნიკურ პროგრესს. ტერორიზმის საფრთხემ, განსაკუთრებით კი 11 სექტემბრის ტრაგიკულმა მოვლენებმა, აიძულა უსაფრთხოების სამსახურები, პოლიცია, დაზვერვა, ბანკები, გასართობი და სავაჭრო ცენტრები თუ კერძო პირები, გამოეყენებინათ ვიდეოდაკვირვების, მონაცემთა ბაზების შექმნის, პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნით ბიომეტრიული მეთოდების გამოყენების ლამის ტოტალური ღონისძიებები, რომელთა მიზანი მორალური და მატერიალური ფასეულობების დაცვა იყო. ისიც კარგადაა ცნობილი, რომ 11 სექტემბერი მხოლოდ იმპულსი გახდა ამ მეთოდების გამოყენების დასაჩქარებლად, თორემ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეთა მასობრივი თვალთვალის პოლიტიკა გაცილებით ადრეც წარმატებით გამოიყენებოდა.თუ თავის მოტყუება არ გვსურს და მიუხედავად იმისა, მოგვწონს ეს თუ არა, უნდა ვაღიაროთ რომ ყოველდღიურად ჩვენ არაერთი ვიდეოკამერა, მიკროფონი, `ჟუჩოკი~ და სენსორი გვითვალთვალებს. მათი უმრავლესობა უსაფრთხოების მიზნითაა დამონტაჟებული, მაგრამ საკითხავი ისაა, თუ რამდენად კანონიერია მათი ასეთი საყოველთაო გავრცელება. აი, ზოგიერთი მაგალითი. ციფრული ხელსაწყოების გაიაფებამ არა მხოლოდ მომხმარებლის კმაყოფილება, არამედ არასასურველი შედეგებიც მოიტანა.მოსახლეობამ, განსაკუთრებით იაპონიასა და ტაივანში ფარული ვიდეოკამერების შესყიდვა დაიწყო. წარმოდგენაც კი ძნელია, თუ რამდენი ეჭვიანი ქმარი, არაკეთილმოსურნე მეზობელი ან გაუკუღმართებული იუმორის მქონე მეგობარი შეისყიდის მომავალში ამ აპარატურას. ფაქტი ფაქტად რჩება – შპიონაჟის, მათ შორის `სამოყვარულო შპიონაჟს~ გავრცელებას ნოყიერი ნიადაგი აქვს. უკანასკნელ ხანს უაიერისტები ვებ კამერებს ნუდისტურ პლაჟებზე ამონტაჟებენ. ამგვარი აპარატურა გამოსახულების რეალურ დროში გადაღებისა და გავრცელების საშუალებას იძლევა და ჩვეულებრივ ვიდეოკონფერენციების ჩატარებისათვის გამოიყენება. პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც გადაღება ფარულად მიმდინარეობს და შემდგომში ინტერნეტით ვრცელდება, რაც ვებკამერების მფლობელთათვის სოლიდური შემოსავლის წყაროა.გულშემატკივრები, რომლებიც 2000 წლის თებერვალში ქალაქ ტამპაში ამერიკული ფეხბურთის ფინალის საყურებლად მივიდნენ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ თითოეული მათგანი მატჩზე შესვლისას ვიდეოკამერაზე დააფიქსირეს. ამგვარად სურდა ფლორიდის პოლიციას ახალი სისტემის გამოცდა, რომელიც საშუალებას იძლევა, ათიათასობით ადამიანის გამოსახულება დამნაშავეთა ფოტოებს შეადარონ.როგორ დავიცვათ თავი ცნობისმოყარეთაგან? ასე მაგალითად, ერთმა ამერიკელმა ინჟინერმა მაიკლ ნაიმარკმა ლაზერული სხივის საშუალებით შექმნა მეთოდი, ვიდეოკამერისაგან დაცვის საკუთარი მეთოდი, რომლის მოქმედების შედეგად შეუძლებელია გადაღებული მასალის დანახვა. სხვათა შორის, ამ მეთოდის გამოყენებაზე უკვე ფიქრობენ სახელგანთქმული ადამიანები პაპარაცებისაგან თავის დასაცავად. ამ მეთოდის გამოყენების პრობლემა მხოლოდ მის ლეგალურობაშია; ზოგ ქვეყანაში, მაგალითად, აკრძალულია სენსორების გამოყენება, რომლებიც საგზაო პოლიციის რადარებს ამოიცნობენ.ტექნოლოგიების განვითარებამ კიდევ უფრო გააძლიერა ჟურნალისტიკის, როგორც საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიმწოდებლის როლი. მოზღვავებული ინფორმაციის პირობებში ჟურნალისტიკა უნდა დაეხმაროს საზოგადოებას სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთებაში. ჟურნალისტი უნდა გახდეს “ფორუმის ლიდერი” ან მედიტორი და არა უბრალოდ ინფორმაციის მიმწოდებელი.ახალმა ტექნოლოგიებმა ჟურნალისტიკის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების მსახურის ცნება კი არ გადაახალისა, არამედ მისი სამუშაო მეთოდები შეცვალა.აღსანიშნავია, რომ სიტყვის თავისუფლების გარშემო წარმოშობილ დავათა დიდ ნაწილში ძირითადად პირადი საიდუმლოების დარღვევის ფაქტებია საკამათო, რადგანაც ანგლო-საქსური ცნება პრივაცყ თვისობრივ სიახლეს წარმოადგენს ქართული სამართლებრივი სივრცისთვის. პირად საიდუმლოებად კანონი განმარტავს “პირადი ფასეულობის მქონე ინფორმაციას, რომლის საიდუმლოების დაცვასაც მოითხოვს კანონი, აგრეთვე ყველა იმ ინფორმაციას და გარემოებას, რომელთან დაკავშირებითაც ადამიანს აქვს კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის გონივრული მოლოდინი. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია არ შეიძლება წარმოადგენდეს პირად სადუმლოებას.”პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის შესახებ სასამართლო წარმოებს კერძო წესით და გამიზნულია ინდივიდის იმ გრძნობების დასაცავად, რომელსაც სასამართლოები ხშირად უწოდებენ “პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის გონივრულ მოლოდინს”. იურიდიულ პირებს, როგორც წესი, არ გააჩნიათ აღნიშნული უფლება და შესაბამისად, არ შეუძლიათ სარჩელის შეტანა მესამე პირთა ამ უფლების დასაცავად.მართალია, კერძო ინდივიდებს შეუძლიათ, ისარგებლონ “განმარტოების უფლებით”, ეს უფლება არ არის აბსოლუტური. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება შესაძლოა, დაირღვეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ზეპირადაც.საჯარო ფიგურებს შეზღუდულად გააჩნიათ პირადი ცხოვრების უფლება. ყოფილი და ახლანდელი მთვრობის წევრები, პოლიტიკოსები, შოუბიზნესის წარმომადგენლები, სპორტსმენები ზოგადად მიჩნეული არიან საჯარო ფიგურებად. ამის მიზეზეი ის არის, რომ მათ თავიდანვე განაცხადეს თანხმობა, ქცეულიყვნენ საჯარო განხილვის ობიექტებად, სულ მცირე იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მათ საჯარო ფუნქციაზე.რა განსხვავებაა კერძო პირსა და საჯარო პირს შორის. სამართლებრივი კუთხით ვის რისი ვალდებულება გააჩნია. ცილისწამების შემთხვევაში საჯარო პირებისათვის დაცვის მექანიზმი შეიძლება იყოს თვითდახმარება. ეს გულისხმობს ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებას, რათა შეეწინააღმდეგო მცდარ განცხადებას, ან გამოასწორო მცდარი ფაქტი და ამით შეამცირო რეპუტაციის შელახვის სავალალო შედეგი. საჯარო პირებს, როგორც წესი, უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ კომუნიკაციის საშუალებების გამოსაყენებლად, ვიდრე კერძო ინდივიდებს. შესაბამისად, კერძო ინდივიდებისათვის ზიანის მიყენების უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს და სახელმწიფოსაც უფრო გაზრდილი აქვს მათი დაცვის ინტერესი.“ინდივიდი, რომელიც გადაწყვეტს, რომ სახელმწიფო სამსახურში იმუშაოს, იღებს გარკვეულ შედეგებს, რომელიც ამ სამსახურს სდევს თან. იგი თავს უქვემდებარებს საზოგადოების მხრიდან უფრო მეტ კონტროლს, ვიდრე კერძო პირი”. საზოგადოების კონტროლი და ინტერესი საჯარო მოხელეებისადმი არ შემოიფარგლება მხოლოდ მათი ოფიციალური ფუნქციებით. საზოგადოებრივი ინტერესი ვრცელდება ნებისმიერ საკითხზე, რომელსაც კავშირი აქვს პირის კომპეტენტურობასთან. მათ შორისაა მისი პირადი თვისებები, პატიოსნება, გულწრფელობა, პირდაპირობა და სხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ პირის საქმიანობის შედეგზე.კერძო პირს კი უფლება აქვს, ჰქონდეს უფრო მეტი დაცვა, ვიდრე საჯარო მოხელეს, რადგან კერძო პირებს არ დაუკავებიათ საჯარო თანამდებობა და არც საზოგადოებრივი საკითხების გადაწყვეტაში იღებენ აქტიურ მონაწილეობას. აგრეთვე მათ უარი არ უთქვამთ საკუთარი სახელისა და ღირსების დაცვაზე. შესაბამისად, კერძო ინდივიდების შემთხვევაში არა მხოლოდ მეტი შანსი არსებობს ზიანის მიყენებისა, არამედ ისინი მეტად იმსახურებენ ცილისწამებლური განცხადებებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. საქართველოში არსებობს რამდენიმე საქმე პირად ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხებზე. ერთ-ერთი პირველი სასამართლო გადაწყვეტილება 2001 წელს მიიღეს. 2004 წლის განმავლობაში არსებობს მხოლოდ ერთი სასამართლო გადაწყვეტილება საქმეზე ს.ს. გაზეთ “კვირის პალიტრის” წინააღმდეგ. საქმე ეხება გაუპატიურების მსხვერპლს. რომლის სახელიც გაზეთ “კვირის პალიტრის” ჟურნალისტმა გამოაქვეყნა. სასამართლო სხდომა, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოითხოვს, დახურულ სხდომაზე წარიმართა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება ღია სხდომაზე გამოცხადდა და მსვერპლის სახელიცა და გვარიც საჯარო გახდა. სასამართლო დაეყრდნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ღია სხდომაზე ცხადდება, მიუხედავად იმისა, რომ საქმე დახურულ სხდომაზე განიხილებოდა. როდესაც დანაშაულის მსხვერპლმა სასამართლოში იჩივლა, საოლქო სასამართლომ პასუხისმგებლად ჟურნალისტი და გაზეთი გამოაცხადა და მათ 500 ლარის გადახდა დააკისრა ს.ს.-ს სასარგებლოდ. სასამართლოში საქმის განხილვისას არ დამდგარა თავად ამ საქმის განმხილველი სასამართლოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომლის მხრიდანაც საჯაროდ გახდა ცნობილი დანაშაულის მსხვერპლის სახელი და გვარიც.განვიხილოთ საქმე გ.ს. და ტელეკომპანია “რუსთავი 2”: საინფორმაციო საშუალებამ ამ შემთხვევაში მოახდინა როგორც მოსარჩლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა, ასვე მის მიმართ დიფამაციური ფაქტების გავრცელებაც. ის, რომ აღნიშნული დავა მორიგებით დასრულდა და მედია საშუალებამ მოსარჩლეს გარკვეული კომპენსაცია გადაუხადა, თავისთავად არის დანაშაულის აღიარების ტოლფასი.პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება გულისხმობს ინდივიდუალური ინტერესების პრიმატს საზოგადოებრივ ინტერესებზე. საზოგადოებრივი ინტერესების უპირატესობაზე საუბარი კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა არსებობს ინდივიდის პირად ცხოვრებაში ჩარევის განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი. აღნიშნულ საქმეზე კი ასეთი ინტერესი, ანუ პირად ცხოვრებასა და ინფორმაციის მიღებაზე საზოგადოების მოთხოვნას შორის ბალანსის დარღვევის აუცილებლბა არ არსებობდა.ტელეკომპანიამ გაამჟღავნა ისეთი პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, როგორიცაა შვილად აყვანის საიდუმლოება. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის საიდუმლოების გამჟღავნებისაგან დაცვას ითვალისწინებს არა მარტო სამოქალაქო კანონმდებლობა, არამედ სისხლის სამართლის კოდექსიც. აღნიშნული ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც საინფორმაციო საშუალების მხრიდან პირის პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი შეჭრა, რადგან მოსარჩლეს ჰქონდა პირადი საიდუმლოს დაცვის ლეგიტიმური მოლოდინი.საინფორმაციო საშუალებამ ისე გააშუქა ბავშვის ინტერვიუ, რომ არათუ მშობლების ნებართვა არ აუღია, არამედ მოახდინა ბავშვის იდენტიფიცირება, არ გამოიყენა შტრიხი, სახის დასაფარავად. შესაბამისად, მედია საშუალებამ არ გააცნობიერა ის შესაძლო ზიანი, რომელიც მოზარდთან დაკავშირებული პირადი საკითხების გაშუქებას მომავალში შეიძლება მოჰყოლოდა.აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ცნობები, რომლებიც მოსარჩელემ პატივისა და ღირსების შემლახველად მიიჩნია ეფუძნებოდა მისი მცირეწლოვანი შვილის ინტერვიუს. სახელდობრ, დედას ბრალდებოდა შვილის გაუპატიურება, ნარკომანობა და ლოთობა. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ბავშვის მცირეწლოვანი ასაკიდან გამომდინარე, ის ვერც კი აცნობიერებდა მის მიერ მიცემული ინტერვიუს შინაარსს და გავრცელებული ცნობები, შესაძლოა, მის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდა. სექსუალური ძალადობის ფაქტები სასამართლოში კიდევაც რომ დადასტურებულიყო, ამ შემთხვვევაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაში უხეშ ჩარევასთან გვექნებოდა საქმე. პირველ რიგში იმიტომ, რომ მოხდა მსხვერპლის იდენტიფიცირება, რასაც შესაძლოა, მავნე ზეგავლენა მოეხდინა მოზარდის მომავალზე. ამდენად, თუ ჟურნალისტს ამ საქმისადმი საზოგადოებრივი ინტერესი ამოძრავებდა, მას, პირველ რიგში, ბავშვის კეთილდღეობა უნდა მიეღო მხედველობაში და ისე წარმოეჩინა სექსუალური ძალადობის პრობლემა.დიდ ბრიტანეთში სპეციალური საკანონმდებლო ნორმის არარსებობის მიუხედავად, პრაქტიკაში არსებობს რამდენიმე შემთხვევა, რომლითაც მედიას ბავშვის პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებული ინფორმაციების გამოქვვეყნება აეკრძალა.პრესა სარგებლობს გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის სიტყვის თავისუფლებით, მაგრამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისპრუდენციის თანახმად, მას ამავე დროს აკისრია პოზიტიური ვალდებუულება, “არ გადააბიჯოს იმ ზღვარს, რაც დადგენილია სხვა პირთა უფლებების დასაცავად”. გადავხედოთ საზღვარგარეთ გამართულ რამდენიმე სასამართლო პროცესს. კაილო შეერთებული შტატების წინააღმდეგ.ფედერალურ აგენტებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ დენი კაილოს საკუთარ სახლში მარიხუანა მოჰყავდა, მათ გამოიყენეს სპეციალური ხელსაწყო, რის მეშვეობითაც მძლავრად გამოყოფილმა სითბომ დაადასტურა, რომ კაილოს სახლის ერთ-ერთი კედლიდან და ჭერიდან დიდი ოდენობის სითბო გამოიყოფოდა. ჩხრეკის შედეგად მის სახლში 100 ძირი მარიხუანა აღმოაჩინეს. ამ საქმეში სასამართლოს წინაშე დგას კითხვა არის თუ არა ქუჩიდან სპეციალური ხელსაწყოთი ბინიდან გამოყოფილი სითბოს ოდენობის გაზომვა კონსტიტუციის მეოთხე შესწორების მიზნებისათვის ჩხრეკა?მეოთხე შესწორების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი ისაა, რომ ინდივიდს შეუძლია განმარტოვდეს საკუთარ სახლში და თავისუფალი იყოს სახელმწიფოს დაუპატიჟებელი შეჭრისაგან.სახელმწიფო თვლის, რომ დიდი განსხვავებაა “სახლს გარეთ” და “მის კედლებს მიღმა” ინფორმაციის მოპოვებას შორის. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ხელსაწყოს გამოყენება უკანონო ჩხრეკაა.კანონმდებლობაში საკმაოდ მკაცრი წესები არსებობს უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებების შესახებ. სასამართლოს სხდომაზე ისინი არ დაიშვება. სამართალდამცავები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად მოიქცნენ და მინიმუმამდე დაიყვანონ არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვებული მტკიცებულებები.კატცი შეერთებული შტატების წინააღმდეგ.მოსარჩელე კატცი დამნაშავედ ცნეს ტელეფონის გამოყენებით აზარტული თამაშებისა და სანაძლეოების დადებისათვის. Mმტკიცებულებები მოპოვებულ იქნა კატცის სახლთან მდგარი ტელეფონის ჯიხურის კედელზე გარედან მიმაგრებული მოსასმენი აპარატის მეშვეობით. მოსარჩელე დაობს, რომ ეს კონსტიტუციის დაცული ადგილია, ხოლო მოპასუხე ამას უარყოფს.როდესაც პირი საზოგადოებრივ ტელეფონის ჯიხურში შედის, იხდის ფულს და ტელეფონით საუბრობს, ის ელის, რომ მის ნალაპარაკევს მთელი მსოფლიო არ გაიგებს.სახელმწიფო დაობს, რომ მისი აგენტების მიერ გამოყენებული ტექნოლოგიით ადგილი არ ჰქონია ტელეფონის ჯიხურში ფიზიკურ შეღწევას. მათ გამოიყენეს ისეთი მოწყობილობა, რომლითაც საუბრის მოსმენა შესაძლებელი იყო ჯიხურზე გარედან მიმაგრებული მცირე ზომის აპარატით.დადგინდა, რომ მიყურადება ფიზიკური შეღწევის გარეშე არ არღვევდა მეოთხე შესწორებას.რა ხდება მაშინ, როდესაც ჟურნალისტები, ინტერესდებიან ადამიანის პირადი ცხოვრებით. როცა ვსაუბრობთ პრესასა და პირად ცხოვრებაზე, გვაინტერესებს, რა ხდება საჯარო პირის შემთხვევაში. ერთი შეხედვით, საჯარო პირისადმი არსებობს საზოგადოების ინტერესი და საჯარო პირს გააჩნია თმენის ვალდებულება.ხშირადაა შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტებს კაცის შეურაცხყოფა “ჩირად არ უღირთ” დღეს-დღეობით სენსაციის მოყვარულობა “პური არსობისაა” მედიისათვის. ჟურნალისტები თავს იმართლებენ იმით, რომ ჩვენ ვწერთ იმაზე რაზედაც მოთხოვნააო. ჟურნალისტიკა მარკეტინგათაა ქცეული. რისი მოთხოვნაც არსი ბაზარზე მომწოდებელიც იმასვე გასცემს.რაც შეეხება ცნობილი ადამიანების შვილებზე საზოგადოებრივ ინტერესს.პრემიერ-მინისტრი ბლერი და მისი მეუღლე “დეილი ტელეგრაფისა” და “დეილი მეილის” წინააღმდეგ.კომისიას საჩივრით მიმართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოჯახმა გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიების გამო, რომელიც მისი შვილის სწავლას შეეხებოდა. მოსარჩელე მხარემ გაზეთები პრაქტიკის კოდექსის მე-6 მუხლის (ბავშვები) დარღვევაში დაადანაშაულა.სტატიები იენ ბლერის მიერ უნივერსიტეტში ჩარიცხვის განცხადებას შეეხებოდა. იენის მშობლების შეფასებით, აღნიშნული პუბლიკაციები წარმოადგენდა მათი შვილის სასწავლო პროცესსა და პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას. ისინი ასევე მიუთითებდნენ იმ გარემოებაზე, რომ სტატიები დაიწერა და გამოქვეყნდა მხოლოდ იმის გამო, რომ იენის მშობლებს საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობა უკავიათ. Pპრაქტიკის კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, ახალგაზრდებს აქვთ უფლება, დაამთავრონ სასკოლო სწავლება ყოველგვარი ჩარევის გარეშე. იგივე მე-6 მუხლი შეიცავს საგანგებო დამატებას საჯარო პირების შვილებთან დაკავშირებით. კერძოდ, კოდექსი კრძალავს მათ მოხსენიებას პუბლიკაციებში მხოლოდ იმიტომ, რომ მათი მშობლები საჯარო პირები არიან. Eეს წესი ვრცელდება 16 წლამდე მოზარდებზე.კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ როდესაც გაზეთი თავის რომელიმე პუბლიკაციაში ეხება ბავშვთან დაკავშირებულ თემებს, მას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს უდიდესი პასუხისმგებლობა და პირველ რიგში, ამ ბავშვის ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს. თუ გაზეთი მაინც გადაწყვეტს, გამოაქვეყნოს მასალა, რომელშიც მოხსენიებული იქნება კონკრეტული ბავშვი, რედაქცია დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ამ საკითხისადმი იმდენად დიდია, რომ ამან შესაძლოა, გადასწონოს კოდექსის მიერ დაწესებული შეზღუდვა.პრემიერ-მინისტრი ბლერი და მისი მეუღლე “მეილ ონ სანდეის” წინააღმდეგ.გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “მშობლების გაბრაზება ბლერებზე სასკოლო რიგებში”, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ ჰამერსმიტის სკოლამ თავის რიგებში მიიღო კეტრინ ბლერი _ პრემიერის ქალიშვილი _ მაშინ როდესაც ჩარიცხვაზე უარს ეუბნებოდა სხვა ადგილობრივ ბავშვებს. გაზეთი გადმოსცემდა ზოგიერთი მშობლის აზრს, რომ სკოლა პრემიერ-მინისტრს უწევდა ანგარიშს. რედაქტორმა განაცხადა, რომ სკოლაში ჩარიცხვის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ერთ-ერთმა მშობელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ტონი ბლერის ქალიშვილმა “სკოლაში მისი შვილის კუთვნილი ადგილი დაიკავა”გადაწყვეტილება: კომისიამ საჩივარს მხარი დაუჭირა.მოტივაცია: კომისიამ განაცხადა, რომ პრაქტიკის კოდექსის 1 მუხლი ავალდებულებს ჟურნალისტებს, არ მიაწოდონ მკითხველს ინფორმაცია, რომელიც იქნება დაუზუსტებელი და შეცდომაში შეიყვანს მათ. კოდექსის მე-6 მუხლი გარკვევით ადგენს, რომ ბავშვებს აქვთ სწავლისა და სასკოლო ცხოვრებით სარგებლობის გარანტირებული უფლება და არავის შეუძლია საჯარო გახადოს მათი ცხოვრება, თუ არ არსებობს ამის დასაბუთებული აუცილებლობა.პოლიტიკოსთა შვილების მოხსენიება ჟურნალისტურ საქმიანობაში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკოსთა დამოკიდებულება მათ მიმართ რაიმე სახის ზეგავლენას ახდენს მათ საქმიანობაზე და გადაწყვეტილებაზე ან არსებობს დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ ოჯახური ფაქტორი პოლიტიკოსთა არაგულწრფელობის მიზეზია. ასეთ შემთხვევებში დასაშვებია გამონაკლისი, რომელიც საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესით იქნება დასაბუთებული. Kკეტრინ ბლერის მიმართ გამოთქმული ეჭვი, მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, კომისიამ მისი პირადი ცხოვრების ხელყოფად და კოდექსის მე-6 მუხლის დარღვევად შეაფასა. კომისიამ დაადგინა, რომ გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, რომელსაც შეეძლო უარყოფითი ზეგავლენა ექონია კეტრინ ბლერზე და გააკეთა ეს ისე, რომ ამის დამამტკიცებელი საბუთი არ გააჩნდა.მოდით გავცეთ პასუხი რამდენიმე აქტუალურ კითხვას რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოებასა და ხელშეუხებლობას უკავშირება.შეიძლება თუ არა საჯარო დაწესებულებაში დაცული პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მიღება?არა, გარდა ცალკეული გამონაკლისებისა.კერძო პირების შესახებ საჯარო დაწესებულებაში დაცული ყველა ინფორმაცია დახურულია, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც პირად ცხოვრებაში ჩაურევლობა კონსტიტუციითაა გარანტირებული. კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად, ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია, ხოლო 41-ე მუხლის შესაბამისად, დახურულია “ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხთებთან.”არავის აქვს უფლება, მოითხოვოს საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა დაავადება გადაიტანა ამა თუ იმ კონკრეტულმა პირმა, როგორია მისი შემოსავალი, რამდენ გადასახადებს იხდის ის და ა.შ.პირად საიდუმლოებად უნდა ჩაითვალოს აგრეთვე ნებისმიერი სხვა ინორმაცია, რომელიც პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. მაგალითად, პირის მისამართი, ასაკი, ეროვნება და ა.შ. ასეთი ინფორმაცია საჯარო დაწესებულებამ ავტომატურად უნდა ჩათვალოს პირად საიდმლებად და ხელმიუწვდომელი გახადოს სხვა საჯარო დაწესებულებისა და კერძო პირებისათვის. ჟურნალისტმა ასეთი ინფორმაცია შეიძლება მიიღოს მხოლოდ ამ პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.ზოგიერთი პერსონალური მონაცემი ყველასთვის ხელმისაწვდომია. მაგალითად, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ამომრჩევლების სიები, ანუ ამომრჩეველთა შესახებ გარკვეული ინფორმაცია საჯაროა და უნდა გამოქვეყნდეს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ღიაა იმ თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემები, რომლებიც ავსებენ ქონებრივ და საფინანსო დეკლარციებს, “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის შესაბამისად. მაგალითად, დეპუტატი, მინისტრი, გამგებელი, პროკურორი, მოსამართლე, სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე და ა.შ. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, გაიგოს რა შემოსავალი აქვს მინისტრს და პარლამენტის წევრს, რამდენ გადასახადს იხდის ის, ნასამართლევია თუ არა, როგორია მისი ოჯახური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ. ღიაა აგრეთვე პარლამენტის წევრობის კანდიდატთა, ასევე სხვა თანამდებობის პირების შესახებ საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაცია.პერსონალური ინფორმაცია, რომელიც პირად საიდუმოებას შეიცავს, დახურულია საზოგადოებისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ასეთი ინფორმაცია დახურულია პირისათვის, რომელზეც ეს ინფორმაცია არსებობს. პირის უფლება, დაუბრკოლებლად გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით.არსებობს თუ არა პასუხისმგებლობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისთვის?საქართველოს კონსტიტუცია იცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, როგორც უკვე აღვნიშნეთ მე-20 მუხლში ნათქვამია: “ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი ტელეფონით ან სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.” სპეციალური კანონი, რომელიც აწესრიგებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებულ ამ დებულებას დღესდღეისობით საქართველოში არ მოქმედებს. სპეციალური კანონის არარსებობა არ ნიშნავს, რომ პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა დაშვებულია. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მედიის წარმომადგენელთათვის. მაგალითად, თუ მედიასაშუალებას სურს, რომელიმე კერძო პირის გამოსახულების (სურათის, ვიდეოფილმის, და ა.შ.) გამოქვეყნება, ამისთვის მან აღნიშნული პირის ნებართვა უნდა აიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ უკანასკნელს უფლება აქვს, დასვას მისი გამოსახულების გამავრცელებლის პასუხისმგებლობის საკითხი.ნებართვის აღება არ არის აუცილებელი იმ შემთხვევაში, თუკი:პირი საჯარო ფიგურას წარმოადგენს. საჯარო პირად ჩაითვლება მაღალი თაანამდებობის პირი; მაგალითად მინისტრი, პარლამენტის წევრი და ა.შ. პირი, რომელიც ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე; მაგალითად, პოლიტიკოსი, ცნობილი მსახიობი, მწერალი და ა.შ. აგრეთვე პირი, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა გარკვეული მოვლენის გამო.ფოტო ან ვიდეოფირი გადაღებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე; მაგალითად, მიტინგზე თეატრში, კინოში, კონცერტზე და ა.შ.დაკავშირებულია მართმსაჯულების, პოლიციის, სამეცნიერო, სასწავლო ან კულტურულ მიზნებთან; მაგალითად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ძებნილის სურათის გამოქვეყება.პირმა პოზიორობისთვის მიიღო საზღაური; მაგალითად, გახდა მის მსოფლიო, გამოქვეყნდა ფოტომოდელის გაოსახულება.სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი სამართლებრივი დაცვის ერთ-ერთ ობიექტად პირადი ცხოვრების საიდუმლოებას და პირად ხელშეუხებლობას მიიჩნევს. სამოქალაქო პასუხისმგებლობა არ შეიძლება დადგეს, თუ ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება. ამასთან პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევა ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს პასუხისმგებლობას, თუნდაც გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამებოდეს. ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ მის პირად ცხოვრებაში არავინ ჩაერევა და მისი კერძო ცხოვრების დეტალებს არავინ გამოამზეურებს საჯაროდ. პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის გამოქვეყნებისას, პირს უნდა ჰქონდეს უფლება, დასვას იმ მედიასაშუალების სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაარღვია და მოითხოვოს მისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამავე დროს უნდა არსებობდეს გამონაკლისი საჯარო პირებთან მიმართებაში, რათა ჟურნალისტებმა მათ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება შესძლონ. მით უმეტეს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მაღალი თანამდებობის პირების პერსონალლური მონაცემებს პირად საიდუმლოებად არ განიხილავს და ამ ინფორმაციას საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომად აცხადებს.შეიძლება თუ არა პირის ქმედების ან საუბრის ფარული ჩაწერა?ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური გახდა იმ აურზაურის გამო, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებებს მოჰყვა. ფარული ჩაწერის მოწინააღმდეგეებს არგუმენტად კონსტიტუცია მოჰყავთ და ამბობენ, რომ ფარული ჩაწერისთვის აუცილებელია მოსამართლის ნებართვა. მათ ავიწყდებათ, რომ ეს კონსტიტუციური აკრძალვა სახელმწიფო სტრუქტურებს ეხებათ და სწორედ ისინი არ არიან უფლებამოსილნი მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში ასეთი ჩარევა განახორციელონ. კერძო პირების მიმართ კი მოქმედებს პრინციპი: რაც აკრძალული არ არის, ნებადართულია. ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, შეაგროვოს ინფორმაცია ყველგან და ყველა საშუალებით, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლილსებისა, ეს გამონაკლისები შესაბამისობაში უნდა იყოს კონსტიტუციის 19-ე და 24-ე მუხლებთან. არ არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს ფარულ ჩაწერას. შესაბამისად, ფარული ჩანაწერი ნებადართულია. უფრო მეტიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საჯარო ადგილებში ასეთი ფოტო და ვიდეოგადაღება სამოქალაქო კოდექსით ნებადართულია. თუმცა, არსებობს გარკვეული გამონაკლისები: დაუშვებელია ფარული ჩაწერა ისეთ საჯარო ადგილებში ან სხვა პირის კერძო ტერიტორიაზე, სადაც ეს პირი დარწმუნებულია, რომ მისი პირადი ხელშეუხებლობა და პირადი საიდუმლოება დაცულია; მაგალითად, საზოგადოებრივ აბანოში; დაუშვებელია ფარული ჩანაწერის განხორციელება კერძო პირთა მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე; მაგალითად, არ შეიძლება ჟურნალისტმა ფარული კამერა დააყენოს პირის სახლში, თავად ამ პირის თანხმობის გარეშე. დაუშვებელია მოქალაქეთა კერძო საუბრების ჩაწერა. ჟურნალისტს უფლება არა აქვს, სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით მოისმნოს კერძო პირთა საუბრები.ზემოთქმული არ ნიშნავს, რომ კერძო ტერიტორიაზე ან კერძო საუბრების ჩაწერა საერთოდ არ შეიძლება. ჟურნალისტს უფლება აქვს, ჩაიწეროს თავისი საუბარი სხვა პირთან, თუნდაც ის ამ დროს კერძო მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდეს. ჟურნალისტს ასევე შეუძლია, ჩაიწეროს თავისი სატელეფონო საუბარი სხვა პირთან, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე. ამ შემთხვევაში ჟურნალისტი თავისი პირადი საიდუმლოების დაფიქსირებას ახდენს. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, განახორციელოს თავისი თავის აუდიო თუ ვიდეო გადაღება. პირს ასევე შეუძლია, გაავრცელოს ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სწორედ ასეთ ქმედებასთან გვექნება საქმე, თუ ჟურნალისტი ფარულად ჩაიწერს საკუთარ საუბარს სხვა პირთან და შემდეგ მას გამოაქვეყნებს.რა პასუხისმგებლობას იწვევს სხვა პირის ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა?საქართველოს კონსტიტუცია იცავს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ქვეყნის ძირითადი კანონის თანახმად, არავის აქვს პირის ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევის უფლება. სისხლის სამართლის კოდექსი დასჯადად აცხადებს ისეთ დანაშაულს, როგორიცაა: “პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ შენახვა ან გავრცელება, _ ისჯება ჯარიმით ანდა გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებულ ნაწარმოებში, მასობრივი მაუწყებლობით ან საჯარო გამოსვლისას, _ ისჯება გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმვე ვადით.”კანონი კრძალავს პირადი ან ოჯახური საიდუმლოების შემცვლელი ცნობების უკანონოდ შეგროვებას ან გავრცელებას. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე არ შეიძლება საუბარი იმ შემთხვევაში, როცა პირს კანონით აქვს მინიჭებული პირადი ან ოჯახური საიდუმლოს შეგროვების ან გავრცელების უფლება. მაგალითად, სტატისტიკის დეპარტამენტს კანონით ევალება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩასატარებლად პირადი მონაცემების შეგროვება; ხოლო საგადასახადო ინსპექტორს _ პირის შემოსავლების შესახებ. საჯარო თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ბიურო კი, კანონის საფუძველზე, გასცემს მაღალი თანამდებობის პირების დეკლარაციებს, რომლებიც შეიცავენ პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას.პირადი და ოჯახური საიდუმლოების დაცვის ვალდებულება მართალია, ყველაზე ვრცელდება, მაგრამ განსაკუთრებული ვალდებულებები ამ მხრივ სახელმწიფო ორგანოებს აკისრიათ. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას კანონი და შესაბამისად:არ ჩაერიოს პირის პირად ცხოვრებაში;არ შეაგროვოს პირის შესახებ ინფორმაცია, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების გარდა;არ გაამჟღავნოს სახელმწიფო უწყებაბში კანონიერად დაცული, პირად სადუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი პირდაპირ ავალებს აღნიშნულ უწყებას ამ ინფორმაციის გაცემას.აქ ყურადრება უნდა გავამახვილოთ ერთ ასპექტზე, რომელმაც შესაძლოა, ჟურნალისტურ პრაქტიკაში იჩინოს თავი: კერძოდ, ჟურნალისტმა, ან ნებისმიერმა მოქალაქემ შეიძლება შემთხვევით მოიპოვოს ინფორმაცია სხვა პირის შესახებ; მაგალითად, შემთხვევთ დაინახოს, გაიგონოს, ხელში ჩაუვარდეს დოკუმენტი. შესაძლოა, ასეთი ინფორმაცია, ზეპირი ან დოკუმენტური სახით, მას კანონდარღვევით გადასცეს სხვა პირმა. ასეთ შემთხვევებში, ცხადია, ვერც ჟურნალისტს, ვერც მოქალაქეს ვერ აუკრძალავ გაავრცელოს ცნობები იმის შესახებ, რაც მოისმინა, დაინახა ან შეიტყო. ასეთ შემთხვევებში ზედმეტია საუბარი რაიმე სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. პირი არ უნდა დაავალდებულო, არ გაავრცელოს ინფორმაცია, რომელიც მან საჯარო ადგილას (ქუჩაში, თეატრში და ა. შ.) შეაგროვა. მით უმეტეს, როცა საქმე ჟურნალისტს ეხება, რომლის პროფესიული ვალი რეალობის ობიექტური ასახვაა.სისხლის სამართლის კოდექსი არ აწესებს რაიმე გამონაკლისს საჯარო პირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე. იქედან გამომდინარე, რომ საჯარო პირების გავლენა საზოგადოების ცხოვრებაზე ძალზედ დიდია, შესაბამისად, გაზრდილია მათ მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი. საზოგადოებას გააჩნია უფლება, ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას საჯარო პირის პიროვნების შესახებ. ამდენად, მათ შეახებ პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულად არ უნდა ჩაითვალოს. მით უფრო, რომ საჯარო დაწესებულებებში თანამდებობის პირების შესახებ დაცული პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია.სხვადსხვა ქვეყნის მედია ეთიკის კოდექსებში ცალკე პუნქტებად არის აღნიშნული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით. ასე მაგალითად, ბრიტანეთის პრესის საჩივრების კომისიის ქცევის კოდექსში წერია: “ნებისმიერი ადამიანის პირადი ან ოჯახური ცხოვრება, საცხოვრებელი სახლი ჯანმრთელობა და პირადი კორესპონდენცია, მათ შორის ციფრული ხელშეუვალია. რედაქტორებმა უნდა დაასაბუთინ ნებისმიერი პიროვნების პირად ცხოვრებაში დაუკითხავად შეჭრის აუცილებლობა.დაუშვებელია ცალკეული პირებისათვის კერძო ადგილებში ფოტოსურათის გადაღება, თავად ამ პირთა თანხმობის გარეშე.შენიშვნა: “კერძო ადგილი წარმოადგენს საჯარო ან კერძო საკუთრებას, სადაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საფუძვლიანი მოლოდინი არსებობს.”Aრუს ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის კოდექსი ამბობს: “ჟურნალისტური გამოძიებისას ადამიანთა პირად ცხოვრებაში შეჭრა შეიძლება, გამართლდეს მხოლოდ საზოგადოების ინტერესთა დაცვით. საჭიროა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაში ასეთი ჩარევის შეზღუდვების განსაკუთრებულად მკაცრი დაცვა იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე სამედიცინო ან მსგავსი ტიპის დაწესებულებებში მოთავსებულ ადამიანებს ეხებათ.”მესამე სამყაროს კოდექსი ინდოეთიდან წერს: “პრესა არ უნდა შეიჭრას პირის პირად ცხოვრებაში და არ უნდა დაარღვიოს ეს უფლება, თუ ჭეშმარიტად საზოგადებრივი ინტერესი, და არა უბრალო გადამეტებული ცნობისმოყვარეობა არ გადასწონის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. თუმცა, მას შემდეგ, რაც საკითხი საზოგადოებრივი განსჯის საგანი გახდება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება აღარ მოქმედებს და სხვა საშუალებებთან ერთად, პრესასა და მედიას კომენტარის გაკეთების ლეგიტიმური უფლება აქვთ.განმარტება: პირადი ცხოვრების ცნება მოიცავს ყველაფერს, რაც უკავშირდება პიროვნების სახელს, ოჯახს, რელიგიას, ჯანმრთელობას, სექსუალურ ორიენტაციას, პირად ცხოვრებასა და საკითხებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ჩამოთვლილთაგან რომელიმე საზოგადოებასთან ან საზოგადოებრივ ინტერესთან მოდის კონფლიქტში.იდენტიფიცირების თავიდან არიდება: არ უნდა მოხდეს პიროვნების იდენტიფიცირება, როდესაც დანაშაული ეხება გაუპატიურებას, ბავშვების ან ქალების გატაცებას, ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას, ეჭვებისა თუ კითხვების გამოთქმას ქალწულობასთან, ქალების პიროვნულ თვისებებთან და პირად ცხოვრებასთნ დაკავშირებით... არ უნდა მოხდეს მსხვერპლთა სახელების, ფოტოებისა ან სხვა მახასიათებლების მითითება, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება მათი იდენტიფიცირება.დაუშვებელია სექსუალური ძალადობის ან “ძალდატანებით ქორწინების” ან უკანონო სექსუალური კავშირის შედეგად დაავადებული ბავშვებისა და ახალშობილების იდენტიფიცირება ან მათი ფოტოგრაფირება”.იმისათვის, რომ კაცობრიობამ მიაღწიოს ბალანს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას შორის და ბოლოს და ბოლოს, გადაჭრას პირადი ცხოვრების დაცვის პრობლემა, ალბათ, არ იქნება საკმარისი მხოლოდ კანონმდებლობის სრულყოფა და სპეციალური ქარტიების შექმნა. ამისათვის თავად კაცობრიობა უნდა განვითარდეს. დასავლეთში ეს პროცესი სულ უფრო აშკარა ხდება.ცხადია, ყველა ადამიანს აქვს თავისი ჩვევები, სიმპათიები და ანტიპათიები, სისუსტეები, საიდუმლოები, გეგმები, ოცნებები, გატაცებები, ყველას აქვს თავისი `კუნძული~, რომელშიც ცდილობს არავინ `შეუშვას~ _ არც მშობლები, არც მეგობრები, არც მეზობლები და მით უმეტეს, არც უცხო ხალხი. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირადი ცხოვრება მაინც და მაინც გასაიდუმლოებული უნდა იყოს. არიან ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით ყვებიან იმაზე, თუ რა ხდება მათ ოჯახებში, როგორ არიან შეყვარებულები და ა.შ. ინფორმაციას, რომელსაც ადამიანი მხოლოდ საკუთარ ნება-სურვილის მიხედვით გასცემს, `კონფიდენციალური~ ეწოდება. ეს ლათინური სიტყვა `ცონფიდენტია~ _ ნდობას ნიშნავს.თუ ცუდს არაფერს ჩაიდენ, მაშინ ხომ დასამალიც არაფერია _ იტყვის წესიერი მოქალაქე და გარკვეულწილად მართალი იქნება, ვინაიდან შეუძლებელია წინ აღუდგე სამეცნიერო პროგრესს და ეს `მშვენიერი~ დღე თავიდან აიცილო. არადა რამდენ `სიკეთეს~ გვპირდება ამგვარი მომავალი: აღარ იქნება ქურდობა, ე.ი. არც კარების ჩაკეტვა გახდება საჭირო, წინასწარ დაგეგმილ დანაშაულთა რიცხვიც მნიშვნელოვნად შემცირდება, ცოლქმრულ ღალატსაც ყველა შეურიგდება, რადგან დაინახავს, რომ უმრავლესობა მას არ თაკილობს. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ასეთ ორუელისეულ სამყაროში აღარ დარჩება ადგილი პირადი ცხოვრებისათვის, სიყვარულის ახსნის განუმეორებელი სცენები საერთოდ დაკარგავს აზრს, ვინაიდან ამის შესახებ არამარტო გულისსწორი, არამედ მისი მშობლები, და-ძმები და სხვა შეყვარებულიც დიდი ხნით ადრე იქნებიან ინფორმირებულნი.მართლაც, `პირადი ცხოვრება~ ეს ისაა, რასაც ადამიანი თავად ქმნის, ე.ი. გარკვეული თვალსაზრისით `შემოქმედებაა~. არარეალიზებული, გაბოროტებული ადამიანი კი, ე.ი. ის, ვინც ვერ მოიწყობს პირად ცხოვრებას, საზოგადოებისთვის სასარგებლოს ვერ შექმნის. ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებამ _ ჟურნალისტი იქნება ის თუ რიგითი მოქალაქე _ თავად უნდა მოინდომოს, რომ ყოველმა მისმა წევრმა ისე იცხოვროს, როგორც მას საკუთარი სინდისი, გემოვნება, აღზრდა, საკუთარი `კონსტიტუცია~ კარნახობს. როცა კაცობრიობა ამას შეიგნებს და ტოლერანტული იქნება, `პირადი ცხოვრების~ პრობლემა უბრალოდ დაკარგავს აქტუალურობას.






გამოყენებული ლიტერატურა
 მედია ეთიკა _ კლოდ-ჟან ბერტრანი, თავისუფლების ინსტიტუტი, თბილისი, 2004 წელი; მედია და კანონი _ ზურაბ ადეიშვილი, თავისუფლების ინსტიტუტი, თბილისი, 2004 წელი; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი _ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბილისი, 2004 წელი; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა _ მაიკო ოქრუაშვილი, თავისუფლების ინსტიტუტი, თბილისი, 2008 წელი; ადამიანის უფლებები _ გიორგი მელაძე, მალხაზ ნარინდოშვილი, თავისუფლების ინსტიტუტი, თბილისი, 2005 წელი; პირადი და ოჯახური პატივისცემის უფლება _ უსრულა კილკელი, ევროპის საბჭო, 2005 წელი; გამოხატვის თავისუფლება, I ტომი, _ თავისუფლების ინსტიტუტი, თბილისი, 2005 წელი; გამოხატვის თავისუფლება, II ტომი, _ თავისუფლების ინსტიტუტი, თბილისი, 2005 წელი; მედიის თვითრეგულირების ქრესტომათია, _ თავისულების ინსტიტუტი, 2004 წელი; პირადი ცხოვრება: საიდუმლო და ტყუილები _ გიორგი გვახარია, ჟურნალი “თავისუფლება”, #3(15), 2003 წელი; პრაივესი ანუ განმარტოების სიკეთეების შესახებ _ ფრიდონ საყვარელიძე, “თავისუფლება”, #1(13), 2003 წელი;  საქართველოს კონსტიტუცია;  საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.